გიორგი გახარია სიების გაუქმებაზე: გავაკეთებთ მაშინ და ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კვლავ იმეორებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შესძენს. მისი თქმით, საპარლამენტო სიების გაუქმების გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას.
„რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას… გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილსა და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ“, – თქვა გიორგი გახარიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის ს შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და შედეგებს არ აღიარებენ.
არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული – ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
ცესკომ „კოალიციას ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო სიები გაუუქმა. ეს არ ნიშნავს იმ დეპუტატების მანდატების გაუქმებას, რომელთა უფლებამოსილებაც 25 ნოემბერს ცნო პარლამენტმა. ამისთვის საჭიროა თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განცხადებით მიმართოს პარლამენტს, შემდეგ კი მოთხოვნა დააკმაყოფილოს საპარლამენტო უმრავლესობამ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია