კაცს, რომელმაც აქციაზე პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
ანატოლი გიგაური სასამართლო სხდომაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. მას შუბლის არეზე, წარბთან სისხლის კვალი ეტყობოდა.
სანაპიროთი წამოვედით „ვეფხი და მოყმეს“ მხარეს. პოლიციამ უკნიდან გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა მანქანა… კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი.
ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს“, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
24 ნოემბერს გვიან ღამით პოლიციამ დააკავა თბილისში ს შედეგების საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 44 წლის კაცს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტელეკომპანია „იმედმა“ იმავე ღამით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიცილს.
მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება 24 ნოემბრის ღამეს მოხდა თბილისში, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოეწყოთ.
პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც, და უთხრა, რომ შეეძლოთ ფეხით გაეგრძელებინათ გზა.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და შედეგებს არ აღიარებენ.
ფორუმი