ნოემბრის თვის ბოლო პარასკევი ყველასთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა, რადგან შოპინგი ორმაგად სასიამოვნო, სიურპრიზებითა და უამრავი შეთავაზებით სავსე ხდება. Black Friday-ზე შეგიძლია აისრულო ყველა სურვილი, დახარჯო ცოტა და დაზოგო მოსალოდნელზე მეტი.
უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის Black Friday-ის სუპერ კვირეულს დაიწყო, რომლის ფარგლებში ყოველდღე შეძლებ ისარგებლო განსხვავებული შეთავაზებებით.
ნახე ყველა შეთავაზება, რომლებიც ბრენდების საერთო ფასდაკლებებთან ერთად დაგხვდება:
PLUS შეთავაზება
საქართველოს ბანკის PLUS ბარათით სარგებლობას რომ არაერთი უპირატესობა აქვს, აქამდეც დარწმუნდებოდი და არც ახლა იქნება გამონაკლისი. ტანსაცმელი, უახლესი ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ სხვა რამ – მნიშვნელობა არ აქვს, რისი შეძენა გსურს, PLUS ქულებით ყველაფერს შეძლებ მთელი კვირის განმავლობაში.
შავ პარასკევს, 29 ნოემბერს ტანსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ მაღაზიაში PLUS ბარათის გადახდისას დააგროვებ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS). გარდა ამისა, თუ PLUS ქულებით გადაიხდი, შიდა ფასდაკლებასთან ერთად ისარგებლებ დამატებით -30%-ითაც.
sCool Card-ის და Students Card-ის ქეშბექი
თუ სტუდენტური ან sCool Card გაქვს, აქციე 27 ნოემბერი სურვილების ახდენის დღედ და ესტუმრე extra.ge – ს, სადაც 40% ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებ
ხოლო 28 ნოემბერს საქართველოს ბანკის Students Card-ით/sCool Card-ით Veli.store-ზე შოპინგისას დაიბრუნე გადახდილი თანხის 40%, მაქსიმუმ 100 ლარი.
29 ნოემბერს სტუდენტური ბარათის მომხმარებლებს ICI PARIS ONLINE-სა და LC Waikiki-ში შავ პარასკევს გადახდილი თანხის 40% ქეშბექი დაუბრუნდებათ (მაქსიმუმ 100 ლარი).
რაც შეეხება მოსწავლეებს, მინისოსა და LC Waikiki-ში შეეძლებათ დაიბრუნონ 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100-100 ლარი).
გაითვალისწინე, რომ თუ sCool Card-ის შეთავაზებებით სარგებლობისთვის შეთავაზება წინასწარ უნდა გაიაქტიურო sCoolApp-ში.