ჩინეთის საგარეო უწყება 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე – სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთიდან -ში შეტანილ პროდუქციაზე დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე მკაცრი და სრულყოფილი ნარკოპოლიტიკა მსოფლიოში. ფენტანილი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების პრობლემაა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე დამატებით, 10%-იანი ტარიფი დაწესდება მანამ, სანამ მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?