“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მერსისაიდელებს” დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.
“ჩემი აზრით, წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან. სეზონის ბოლოს კონტრაქტი მეწურება, თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კი კლუბიდან არავინ დამკავშირებია”, – განაცხადა სალაჰმა.
შეგახსენებთ, ეგვიპტელი “ლივერპულის” ლეგენდად ითვლება, “მო” “სქაუზერების” რიგებში 2017 წლიდან ირიცხება.