სომხეთის საგარეომ უარი თქვა ОДКБ-ს სხდომაში მონაწილეობაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი არ მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და ОДКБ-ს უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ასევე არ იგეგმება საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის მონაწილეობა სხვა რაიმე ფორმატშიც.
25 ნოემბერს, ОДКБ-ში ს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ ვასილიევმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ეწინააღმდეგება ასტანაში ОДКБ-ს მომავალ სამიტზე დოკუმენტების მიღებას, თუმცა ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა უარი თქვეს ამ ღონისძიებაში პირადად მონაწილეობაზე,” – ციტირებს მის სიტყვებს “RIA”.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა, რომ 28 ნოემბერს, ასტანაში საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და ОДКБ-ს უშიშროების საბჭოს მდივნების კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართებოდა.
ბოლო დროს სომხეთი არ იღებს მონაწილეობას ОДКБ-ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, მათ შორის სამხედრო წვრთნებში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთმა პრაქტიკულად გაყინა მონაწილეობა ОДКБ-ში. მან აღნიშნა, რომ ОДКБ-მ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის წინაშე, რასაც შედეგი მოჰყვა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში.

ასევე დაგაინტერესებთ