თეთრმა სახლმა პირველად დაადასტურა ოფიციალურად, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვა მისცა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაუუქმა შეზღუდვა ს ამერიკული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების ს ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე.
ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, მ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ”სწორედ ახლა მათ [უკრაინელებს] აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ATACMS-ის რაკეტები თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებისთვის და ეს ხდება ახლა კურსკისა და კურსკის რეგიონის მახლობლად,” – თქვა მან.
ცნობები იმის შესახებ, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა აკრძალვა უკრაინის მიმართ, რუსეთის ტერიტორიაზე უფრო შორის რადიუსის სარაკეტო თავდასხმების მოაწყოს, მედიაში 17 ნოემბერს გამოჩნდა. ამის შესახებ წერდნენ New York Times-ი და Reuters-ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
თუმცა, ამ ინფორმაციის საჯარო დადასტურება მანამდე არ ყოფილა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ნოემბრის ღამეს ბრიანსკის რეგიონში მდებარე ობიექტს ექვსი ATACMS-ის ექვსი რაკეტით დაარტყეს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ნებართვას დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირ კონფლიქტად მიიჩნევს.
20 ნოემბერს უკრაინამ, სავარაუდოდ, გამოიყენა Storm Shadow-ს რაკეტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმზე იერიშისას, კურსკის ოლქში, მარინიოში.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაზიანდა სანატორიუმის ქვეშ მდებარე სამეთაურო ბუნკერი. ვაშინგტონის თანხმობისა და ამერიკის მიერ მოწოდებული მონაცემების გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებდა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე ფრანგული და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით შეტევას. ლონდონი და პარიზი ადრეც უჭერდნენ მხარს უკრაინის უფლებას, დაერტყა რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტისთვის თავდაცვის საჭიროებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო

ლაშა ბაქრაძე – ხალხი არ აპირებს ჩაბარდეს დიქტატურას, შეიძლება წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს – როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მათი შეჩერება გაძნელდება