Le Monde: ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

ფრანგული Le Monde-ის ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, განახლდა დისკუსია უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობაზე.

როგორც გამოცემა წერს, ეს საკითხი ხელახლა გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც -ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს.

როგორც Le Monde წერს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია შარშან თებერვალში ემანუელ მაკრონმა გახსნა, თუმცა ამ ინიციატივას ევროპული ქვეყნების მხრიდან ხისტი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა, როგორც გამოცემის ჟურნალისტებს წყაროებმა უთხრეს, ეს თემა საბოლოოდ არ დახურულა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტისას დისკუსია ახალი ინტენსივობით განახლდა. კერძოდ Le Monde-ის მიხედვით, ლონდონი და პარიზი განიხილავენ ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის