„ეს იქნებოდა სწორი სურათი და ის “იდილიური ტკბობაც” ჩაუმწარდებოდა ბიძინას“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
„მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა შემდგარიყო დღევანდელი დღე.
იმისათვის, რომ ოპოზიციამ მოახერხოს პროტესტის კაპიტალიზაცია, საჭიროა ადამიანებმა ისინი იხილონ ბრძოლის წინა ხაზზე, თავდადებულად მებრძოლი.
როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება?
უნდა შესულიყვნენ სასესიო დარბაზში და მოეწყოთ ობსტრუქცია. ხმაურიანად გაეპროტესტებინათ სესიის ჩატარება, გაეპროტესტებინათ მათი უფლებამოსილების ცნობა, გაეპროტესტებინათ უკანონო დანიშვნები. გაეკეთებინათ ტრიბუნასთან ჯაჭვი და ეცადათ, არ მიეშვათ არავინ.
გამოყრიდნენ ძალადობით?
ზუსტად ეს იქნებოდა სურათი, რომელიც დღევანდელ დღეს სჭირდებოდა.
ვითარების აბსურდულობას ისიც გაუსვამდა ხაზს, რომ დარბაზიდან ძალადობით გამოყვანის შემდეგ მათ უფლებამოსილებას უყრიდნენ კენჭს.
ეს იქნებოდა სწორი სურათი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის “იდილიური ტკბობაც” ჩაუმწარდებოდა ბიძინას.
გარეთ კი ხალხი დარწმუნდებოდა, რომ ეს ხალხი ნამდვილად მზად არის სერიოზული ბრძოლისთვის და მათი რაოდენობა ერთი რიგით გაიზრდებოდა…
ლიდერი რომ გახდე, პირველ რიგში შენ თვითონ უნდა ირწმუნო, რომ ეს შეგიძლია და უნდა იმოქმედო…“

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…