არანარი დეპუტატი არ ვარ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი

მას შემდეგ , რაც XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ ის არანაირი დეპუტატი არ არის, რადგან “პარლამენტი თვითმარქვიაა.“
არანარი დეპუტატი არ ვარ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი, მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინა დეპუტატობაც და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებაც, საქართველოში პოლიტიკა მოკლეს და ახლა მიმდინარეობს კონსტიტუციური გადატრიალება. ესაა თვითმარქვია პარლამენტი, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ის განახორციელებს, იქნება უკანონო. მთავრობაც, რომელსაც დაამტკიცებენ იქნება თვითმარქვია, ძალაუფლება არის ხალხში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიბრუნონ თავიანთი სახელმწიფო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა სცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!