“ეს არის ხმების ქურდების თავშეყრა – არ შევალთ ამ პარლამენტში” – ანა ნაცვლიშვილი

კოალცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ მისი პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, რადგან მიიჩნევს, რომ “ეს არის ერთპარტიული, თვითგამოცხადებული, ხმების ქურდების თავშეყრა.“
მე მაქვს მანდატი ქართველი ხალხისგან და არა სგან და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, დღეს „ოცნებას“ აქვს მიტაცებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის პარლამენტი, ჩვენ არ ვაპირებთ მივცეთ ლეგიტიმაცია არც არჩვენების პროცესს და არც მის შედეგს. არ შევალთ ამ პარლამენტში, ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად, მათ კი პოლიციის კორდონი დასჭირდათ, რომ შენობაში შესულიყვნენ. ეს არის ერთპარტიული, თვითგამოცხადებული, ხმების ქურდების თავშეყრა. ამ ყრილობას არ აქვს ფორმალურ-სამართლებრივი ლეგიტიმაცია. ჩვენ ყველა სამართლებრივ ნაბიჯს გადავდგამთ, პოლიტიკური განცხადებები უკვე გაკეთებული გვაქვს და უკან დახევა არ იქნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა სცნო.