პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა – ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, მას კი უხელმძღვანელებს

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია – “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები – რიმა ბერიძე, , გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა – უმრავლესობა 89 წევრიანია და მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
სამანდატე კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ერთიანი სიაც წაიკითხა.
“ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნეს, მათ შორის 61 წევრია იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს