“უკან დასახევი არ გვაქვს… არჩევნები “გადაგვახია” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა:
“ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველი ჩააგდეს უბედურებაში. მრავალი ათასი ადამიანი დადიოდა ერთი ადგილიდან მეორეში და თქვენს ხმას იპარავდა. ის კაცი, დიქტატორი, ვინც “გადაგახიათ”, ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის მკადრებელია. ყველა წითელი ხაზი გადალახულია. რა ევროპაზე ვსაუბრობთ?! ჩვენთან არის შუა აზიური რუსული ტიპის დიქტატურა. თავი ავწიოთ მაღლა, ერთიანობა და ერთიანობა. არანაირი უკან დახევა. ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, პრაქტიკულად სამშობლო დავკარგეთ. ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს, რომელიც საქართველოში იყო“