მიხაელ როთი: გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გაყალბებული დან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს.

„გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, – წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათზე XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება. პარლამენტის სასახლეში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით არჩეული დეპუტატები იკრიბებიან. მათ -ს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე რეგისტრაცია გაიარეს. „ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე