– პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს – მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას – პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ
უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები