ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია Swiftair-ი ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა.
თვითმფრინავი გერმანიიდან, ლაიფციგის აეროპორტიდან აფრინდა და აფრენიდან, დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ ჩამოვარდა.
მიზეზი უცნობია და ლიტვის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.