ლევან ხაბეიშვილი – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის – ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი

ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის – ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი – ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად, – ასე შეაფასა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, -ს განცხადება.
მისი თქმით, ასეთ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის „ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს“.
„ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის. ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი. ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად – ასე იყო სულ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს ასეთ განცხადებებს. მას არაფერი საერთო არ აქვს კანონის დაცვასთან, კანონმდებლობასთან. გახსოვთ, მარცხენა თვალი საერთოდ არ მქონდა და იმ დროს არავინ დაუკავებიათ და არც გამოუძიებიათ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით პირადად მეც ბევრი კითხვები მაქვს, ისევე როგორც საზოგადოებას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
ამასთან, განცხადებაში მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ. გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა. ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა. გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ. “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.