შემოდგომის სერიის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა სახლში ტონგა 22:7 დაამარცხა.
პირველ ტაიმში თამაში თანაბარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მაღალ ტემპში, დაძაბულად და უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ნინიაშვილის გარღვევას თოდუას ლელო მოჰყვა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა. შემდეგ კარკაძის სწრაფი კონტრშეტევისას ნინიაშვილმა ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა, მამაიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, სტუმრებმა კი საჯარიმოდან სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს. მერე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ტექნიკური ლელოთი გაზარდა, თან ყვითელი ბარათი ტონგას მორაგბემ მიიღო. 68-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო
გამოიყენა. მერე ტაბუცაძემ თავის დიდებულ სტილში გაიტანა ლელო. 75-ე წუთზე ნიორაძეს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით, რითაც მეტოქემ ისარგებლა და მშრალი ანგარიშით წაგებას გადაურჩა.
შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნებმა“ აქამდე “ოლ ბლექს XV”-თან (13:31) და იტალიასთან (17:20) მარცხი განიცადეს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო – ტონგა 22:7
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 116, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 89, 83, კაპ.);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 35).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 15), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი).