გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგი” ჰარი კეინის ჰეთ-თრიქით 3:0 დაამარცხა.
ამ მატჩის შემდეგ ინგლისელს 43 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 50 გოლი მოუგროვდა, რაც Opta-ს ინფორმაციით, გათამაშების ახალი რეკორდია.
აქამდე რეკორდი ამჟამად “სიტის” ფორვარდ ერლინგ ჰოლანს ეკუთვნოდა, რომელმაც “დორტმუნდის” მაისურით 50 ბურთი 50 შეხვედრაში შეაგდო.