“რეალის” სამი გულშემატკივარი დააპატიმრეს – მიზეზი “ელ კლასიკოს” დროს მომხდარი ფაქტია

El Mundo-ს ცნობით, ესპანეთს პოლიციამ მადრიდის “რეალის” 3 გულშემატკივარი დააკავა და მიზეზი “ელ კლასიკოს” დროს მომხდარი ინციდენტია.
ლა ლიგის მე-11 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ბლანკოსს” 4:0 სძლია და მე-3 გოლის შემდეგ, რომელიც ლამინ იამალმა შეაგდო, “რეალის” ფანებმა 17 წლის ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება დაიწყეს.
მათ ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ალეხანდრო ბალდეს, ანსუ ფატისა და რაფინიას. გამომძიებლებმა ზუსტად დაადგინეს შეძახილების ადგილი და მათი იდენტიფიცირება მოახდინეს ვიდეო კადრების ყურადღებით დათვალიერების შემდეგ.
პოლიციის ცნობით, დაკავებულთაგან არცერთი არ არის რეგისტრირებული “რეალის” ფანად და არ აქვს კრიმინალური
წარსული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში