რუმინეთში საპრეზიდენტო მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტური მიმდინარეობს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პირველ ტურში სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მეორე ტური, სავარაუდოდ, 8 დეკემბერს გაიმართება.
გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ ლიდერობს, რომელსაც მხარს უჭერს რუმინეთის უდიდესი „სოციალ-დემოკრატების“ პარტია. გამარჯვების შანსი ასევე აქვს ოპოზიციური პარტიის, “ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის” ლიდერს, ჯორჯ სიმიონს.
გარდა ამისა, ხმის მიცემა საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე პარასკევს დაიწყო. შაბათის მდგომარეობით, მასში მონაწილეობა რუმინეთის 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.
რუმინეთის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ და აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა.
ქვეყნის მასშტაბით, 19 ათასამდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას