“ჯუჯაც განცვიფრებული იყო” – ნიდერლანდებში პოლიციამ MDMA-ისგან დამზადებული ბაღის ჯუჯა იპოვა

ნიდერლანდებში პოლიციამ ნარკოტიკ MDMA-ისგან დამზადებული ბაღის დეკორაციული ჯუჯა აღმოაჩინა, რომელიც დაახლოებით 2 კილოგრამს იწონიდა.
“ნარკოტიკები მრავალნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებულ რაღაცებს ვაწყდებით”. – წერია დონგემონდის პოლიციის პოსტში.
პოლიციამ ჯუჯა მასობრივი ჩხრეკის დროს სხვა ნარკოტიკებთან ერთად იპოვა.
“ეს თავისთავად უცნაური ადგილია ბაღის ჯუჯის შესანახად, ამიტომ გადავწყვიტეთ ნარკოტიკებზე შეგვემოწმებინა”. – წერს პოლიცია.
პოსტში პოლიციამ იმაზე მიუთითა, რომ გნომს ხელები პირზე აქვს აფარებული და ხუმრობით დაწერა, რომ ჯუჯაც “განცვიფრებული იყო”.
“თვითონ ჯუჯაც შესამჩნევად განცვიფრებული იყო”. – წერდა პოლიცია.
MDMA უკანონო ნივთიერებაა, რომელიც ასევე ცნობილი არის, როგორც ექსტაზი.