სასტუმრო ტელეგრაფი მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World შეუერთდა

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ორგანიზაციის ყოველწლიურ ყრილობაზე ესპანურ საკურორტო ქალაქ მარბელიაში გაიმართა.
სილქ ჰოსფითალითის მართვაში არსებული სასტუმრო ტელეგრაფი პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის The Leading Hotels of The World (LHW) უმაღლესი კლასის სასტუმროების კოლექციას ოფიციალურად შეუერთდა. შეთანხმებას ხელი მოეწერა ესპანეთში, მარბელიაში, LHW-ის ყოველწლიურ ყრილობაზე. სასტუმრო ტელეგრაფი გახდა LHW-ს პირველი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.
მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული დიზაინის სტუდიის Neri&Hu-ს მიერ დაპროექტებული სასტუმრო ტელეგრაფი თბილისის ცენტრში უმაღლესი კლასის სასტუმრო მომსახურების სტანდარტს დაამკვიდრებს. ეს პარტნიორობა ნიშნავს, რომ ტელეგრაფი უერთდება მსოფლიოს ელიტური სასტუმროების რიცხვს, რომელთაც გამოარჩევს უნაკლო სერვისი, უნიკალური იდენტობა და სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი სტანდარტები.
“ტელეგრაფის გაერთიანება The Leading Hotels of The World-ში ისტორიული მომენტია. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ სილქ ჰოსფითალითის საქმიანობაში, არამედ მთლიანად საქართველოში მაღალი კლასის ტურიზმის განვითარების ისტორიაში. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს ხედვას ავიყვანოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს უნიკალური დიზაინის, კულტურისა და მომსახურების კომბინაცია, რომელიც ასახავს ჩვენს მდიდარ მემკვიდრეობას და მზად არის სიახლეებისთვის.” – სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.
„მოხარულები ვართ მივესალმოთ სასტუმრო ტელეგრაფს LHW ოჯახში. მისი განსაკუთრებული დიზაინი, არაჩვეულებრივი მდებარეობა და გუნდის მისწრაფება შეუქმნას სტუმრებს უნიკალური გამოცდილება იდეალურად ემთხვევა ჩვენს მისიას, გავაერთიანოთ ჩვენი ქოლგის ქვეშ ის სასტუმროები, რომელიც ავთენტურ და სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველჰყოფენ. მოხარულები ვართ, რომ საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ჩვენს გლობალურ სცენაზე.” – შენონ კნაპი, LHW პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი.
თბილისის შუაგულში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ტელეგრაფში მოეწყობა დახვეწილი დიზაინის ოთახები, უმაღლესი კლასის ბარები და რესტორნები და კომფორტის და მომსახურების მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი და გამოცდილი სტუმრების გემოვნებას. ტელეგრაფის ელეგანტური, ყველა დროისთვის გამორჩეული არქიტექტურა და ინოვაციური მომსახურების სტანდარტების დანერგვა დაუმკვიდრებს ტელეგრაფს ღირსშესანიშნავ ადგილს საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ბაზარზე და აქცევს ძლიერი მიზიდულობის სივრცედ როგორც ადგილობრივი საზოგადოებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.
LHW სასტუმროთა ჯგუფში გაერთიანება ადასტურებს სილქჰოსფითალითის ძალისხმევას დაამკვიდროს რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი ეტალონი. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ღირსეულ წარმოჩენაში იმ უცხოელი ტურისტებისთვის, ვინც ირჩევს უნიკალურ გამოცდილებას და მაღალი კლასის მომსახურებას.
სასტუმრო ტელეგრაფის გახსნა 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
The Leading Hotels of the World, Ltd. (LHW)
დაარსების დღიდან კომპანია უჩვეულო თავგადასავლების მოყვარულთათვის უაღრესი ყურადღებით არჩევს ღირსშესანიშნავ სასტუმროებს, საკურორტო დაწესებულებებს, დასასვენებელ სახლებს, შალეებს, ვილებს და საფარის ბანაკებს ევროპის თოვლიანი ალპებიდან აფრიკის უკიდეგანო ველებამდე. LHW-ის კოლექცია მოიცავს მთელ დედამიწას და თავის სტუმრებს ჰპირდება მიმართულებების ფართო არჩევანს და უნიკალურ გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო მიმზიდველია LHW-ის სტუმრების მრავასაფეხურიანი ლოიალობის პროგრამის, ლიდერთა კლუბის, არსებობის გამო.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.lhw.com, Facebook @LeadingHotels, X @LeadingHotels, Instagram @leadinghotelsoftheworld.
სილქჰოსფითალითი არის საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის ლიდერი. კომპანიის ძირითადი და ეფექტიანი სტრატეგიის მთავარი ორიენტირს სტუმრების კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურება წარმოადგენს. სილქ ჰოსფითალითის კიდევ ერთი პრიორიტეტი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინვესტორებსა თუ სხვა ინსტიტუციებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განვითარებაა.www.silkhospitality.com