კათოლიკეები იესო ქრისტეს, სამყაროს მეფის დღეს აღნიშნავენ

კათოლიკური სამყარო დღეს იესო ქრისტეს, სამყაროს მეფის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაული კათოლიკურ ეკლესიაში მეოცე საუკუნეში დაწესდა.
„უფალ იესო ქრისტეს, როგორც მთელი სამყაროს მეფის დღეს კათოლიკეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 2021 წლიდან, რომის პაპ ფრანცისკეს ნებით, ამავე დღეს, ახალგაზრდობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან