საქართველომ 10 თვეში $32,5 მილიონის მეორეული ტანსაცმელი შეიძინა – სად ვყიდულობთ?

საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 32,5 მლნ დოლარის ღირებულების 9,211.6 ტონა მეორეული ტანსაცმელი შეიძინა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას 34,3 მლნ დოლარის ღირებულების 8,738 ტონა ნახმარი ტანსაცმელი ჰქონდა ნაყიდი.