ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას

91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, იძულებითი და წინასწარგანზრახული შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
„ჩვენ იმ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ვიხსენებთ, რომლებიც ჰოლოდომორის დროს დაიღუპნენ. ასევე, ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორს გადარჩენილებსა და მათ შთამომავლებს, რომლებმაც სტალინის მცდელობების მიუხედავად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა ააშენეს“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ამ დღეს უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და აწმყოში თქვენს გვერდით დგას. ამ დღეს, უკრაინის მიერ თავისუფლების დაცვის, სამართლიანობისკენ და ევროატლანტიკური მომავლისკენ მისი სწრაფვის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. უკრაინელი ხალხის სიძლიერე და სიმამაცე გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას