საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა

“გააუქმე” – ამ შეძახილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართეს და ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქვეყნის ევროპული მომავლის ბედს წყვეტენ.
“ეს ქვეყანა ჩვენია, ცალ მხარეს დგას ევროპა და ამერიკა, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, მეორე მხარეს არის . ბიძინა ივანიშვილს სურს უკან საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს, დაგვაბრუნოს რუსეთში, სადაც იდენტობას და რელიგიას გვართმევენ.
დღეს გამართული სახელმწიფო გვაქვს, რომელსაც ღირსეული მმართველი სჭირდება, რათა ერთმა ადამიანმა არ მიითვისოს საკონსტიტუციო სასამართლო და სხვა ინსტიტუტები. “ქართულმა ოცნებამ” წააგო და ჩვენ ამ მოგებას აუცილებლად გავიფორმებთ, „ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ პუტინი აღიარებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ნათლად განაცხადა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
ამ არჩევნებში ფარულობა დაირღვა და ამიტომ მივმართავთ ბატონ მერაბ ტურავას და სხვა მოსამართლეებს, გააუქმეთ ეს , ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეთ!”- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან