ისაკო დევიძე, რომელიც მშრალ შიმშილობაზეა, იზოლატორიდან ვივამედში გადაჰყავთ

აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ვივამედის კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ ფორმულასთან აღნიშნა, თვითონაც კლინიკაში მიდის და ამ ეტაპისთვის გადაყვანის მიზეზები ან დაკავებულის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს.
ისაკო დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ დევიძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა