პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი რაფალ ტშაკოვსკი გახდა

პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი, რაფალ ტშაკოვსკი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ ლიდერი, დონალდ ტუსკი ავრცელებს.
„22 126 ამომრჩეველი, დიდებული გამარჯვებული და დიდებული დამარცხებული. უაღრესად საინტერესო და ჭეშმარიტი კამპანია. ასეთი იყო ჩვენი პრაიმერიზი. დემოკრატია ასე გამოიყურება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონური მედიის ცნობით, პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ პრაიმერიზში ამომრჩევლებმა არჩევანი რაფალ ტშაკოვსკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ს შორის გააკეთეს.
ვარშავის მერმა, რაფალ ტშაკოვსკიმ პრაიმერიზში ამომრჩეველთა ხმების 74%-ზე მეტი მიიღო.
პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს ხვალ წარადგენს.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო 2025 წლის მაისში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა