“ადანა დემირსპორის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ და “ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა ერთად ისადილეს, ამის შესახებ Il Mattino იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. გამოცემის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაც ვიქტორ ოსიმენის მომავალი გახლდათ. მარიო მას პრემიერლიგის შესახებ ესაუბრა და ურჩია, რომ ძალები ინგლისის ჩემპიონატშიც მოსინჯოს.
შეგახსენებთ, ბალოტელი პრემიერლიგაში 2010/2013 წლებში “მანჩესტერ სიტიში” ასპარეზობდა, 2014/2016 წლებში კი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/449160432_870687371767914_6600529652011854262_n-300x214.jpg)