ჩირებისა და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანია “ჩირჩხელაზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა – კომპანიის განცხადება

ქართულ ჩირებისა და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანიაზე ,,ჩირჩხელა“ კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ირმა კვაჭანტირაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
“კომპანია შავი პარასკევის დღეებში ტრადიციულად პარტიზანულ აქციას ამზადებდა, მაგრამ პარტიზანული თავდასხმა თავად კომპანიაზე განხორციელდა. საკმაოდ თამამი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც პროფესიონალთა წრეში მაღალ შეფასებებს იმსახურებს, სწორი იუმორით უკვე ორი წელია სრულიად სოციალური სივრცის და მედიის დიდ ყურადღებას, საზოგადოების მაღალ ინტერესს და მომხმარებლის კეთილგანწყობას იწვევს”,- ამბობს კვაჭანტირაძე.
ირმა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ადგილი მიზანმიმართულ ქმედებას ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩირჩხელა მოწავე პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს და ახალ წელს ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.
ინფორმაციისთვის, საახალწლო კორპორატიული და საცალო შესყიდვებისთვის დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენს ტელ: 571 11 12 33. [email protected]