რუსეთში “უცხოეთის აგენტებს”, შესაძლოა, ჰონორარის მიღება შეეზღუდოთ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტებს ჰონორარის მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.
ამ სტატუსის მქონე პირებს მოეთხოვებათ რუბლის სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება.
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს „სასამართლოს გადაწყვეტილებით“ ანგარიშიდან თანხის ამოღებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
წელსვე რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს ე.წ. უცხოეთის აგენტების საინფორმაციო რესურსებზე რეკლამის განთავსებას, ასევე თავად ამ რესურსების რეკლამირებას.
რუსეთის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტად“ ნებისმიერი პირის გამოცხადება შეუძლია, ვისზეც ჩათვლის, რომ „უცხოეთის გავლენის ქვეშაა“.
აგენტების შესახებ კანონი რუსეთის დუმამ 2012 წელს მიიღო. თავდაპირველად, ის გარკვეულ ორგანიზაციებს ეხებოდა.
დროთა განმავლობაში კი კანონმა რეპრესიული ხასიათი მიიღო და ის გავრცელდა ფიზიკურ პირებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, მწერლებზე, მხატვრებსა თუ ბლოგერებზე.
წუარო: ევრონიუს ჯორჯია

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…