მაკგრეგორი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს

ირლანდიელმა UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ნიკიტა ჰენდის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, სასამართლომ მაკგრეგორი 2018 წელს დუბლინის სასტუმროში ჰენდის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და მას დაზარალებულისთვის თითქმის 250,000 ევროს გადახდა დააკისრა.
ნიკიტა ჰენდი ირლანდიელი სპორტსმენი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა – იგი ამბობდა, რომ მაკგრეგორმა ის 2018 წელს, შობის ღამეს გააუპატიურა.
ჰენდმა მის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ბრალს დებდა კიდევ ერთ მამაკაცს – ჯეიმს ლოურენსს, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ლოურენსი დამნაშავედ არ ცნო.
მაკგრეგორმა სხდომა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
რამდენიმე დღის წინ მაკგრეგორმა ბრალდება უარყო. UFC-ის მებრძოლი ამტკიცებდა, რომ ჰენდთან სექსი ქალის სრული თანხმობით ჰქონდა.
15 ნოემბრის სხდომაზე მაკგრეგორმა გაუპატიურების შესახებ ყველა ბრალდება უარყო, თუმცა ხუთშაბათს გამართულ მოსმენაზე, როცა უფროსმა ადვოკატმა, ჯონ გორდონმა განაცხადა, რომ მებრძოლმა მის მანქანაში, მსხვერპლთან და კიდევ ერთ თვითმხილველთან ერთად კოკაინი მიიღო, მაკგრეგორმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
ცნობისთვის, მაკგრეგორმა აღიარა, რომ იმ ღამეს, როცა ქალი, სავარაუდოდ, გააუპატიურა, კოკაინი მიიღო
ირლანდიის პროკურატურის დირექტორმა უარი თქვა, მაკგრეგორისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინა.
წყარო: ტაბულა