სტივ კოენი – „ოცნება“ „კოშმარად“ იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან

იმედგაცრუებული ვიყავი. „ოცნება“ „კოშმარად“ იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
საქართველოს არჩევნებში ჩარევის მიზნით რუსული სახელმძღვანელოს გამოყენებაზე საუბრობს ასევე დემოკრატი კონგრესმენი მაიკ ქუიგლი.
„მე მაშფოთებს კრემლის სახელმძღვანელოს გამოყენება საქართველოსა თუ აღმოსავლეთ ევროპის [სხვა] ქვეყნებში, არჩევნებში ჩარევა… ეს ყველაფერი გრძელდება, რაც კონგრესში ვარ და ველი, რომ ასეც გააგრძელებენ. ეს და სხვა ბინძური ხერხები ის მეთოდებია, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებენ. ქრთამი იქნება ეს, გამოძალვა, კორუფციის კულტურა თუ სხვა რამ, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში იყენებენ“, – განაცხადა ქუიგლიმ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტივენ ნიქსი “ამერიკის ხმასთან” საუბარში კი აცხადებს, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ამერიკელ ლიდერებს დასავლურ გზაზე საქართველოს წარმატების ნახვა სურთ და სწორედ ამას დაუჭერენ მხარს.
„ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას. ეს იმ გრძნობების გამო, რაც ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს და სურს დაეხმაროს მას თავისი ევროპული მისწრაფებების და იმედების ასრულებაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, [ვინაა ხელისუფლებაში] ჩვენ გვსურს განვაგრძოთ საქართველოზე ფოკუსირება და ქვეყნის დახმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – ამბობს ნიქსი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს