კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას დამანგრეველი საჰაერო თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმარება. უკრაინის მიმართ კანადის მხარდაჭერა ურყევია“, – განაცხადა ბილ ბლერმა.
ცნობისთვის, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა კანადამ დაახლოებით 300 მილიონ დოლარად შეიძინა.