Radio Kiss Kiss Napoli-ს ჟურნალისტმა პაოლო დელ გენიომ “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის “ნაპოლის” საუკეთესო შემტევი დავიდ ნერეშია.
“კონტე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და არ ვფიქრობ, რომ გადაუხვევს იმ ტაქტიკიდან, რომელსაც სარგებელი მოაქვს. მესმის, რომ ნერეში დაცვაში იმდენად სასარგებლო არაა, რამდენადაც პოლიტანო და ნგონგე არიან, თუმცა ბრაზილიელი ამ მომენტისთვის გუნდის საუკეთესო შემტევია და ის სათადარიგოთა სკამზე ზის”, – განაცხადა დელ გენიომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მე-13 ტურში “რომას” დაუპირისპირდება, შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.