შეიძლება, თუ არა, დასავლეთი ნელთბილი უარყოფის რეჟიმზე გადავიდეს? – პრეზიდენტის პასუხი

საქართველოს პრეზიდენტი “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიას კითხვას: – დასავლეთი შეიძლება, თუ არა ნელთბილი უარყოფის სიტუაცია გადავიდეს, გვერდით ხონ არ დავრჩეთ, შეიძლება, მაგალითად, გვითხრან, თქვენი გამოჟონილი ლაქები, ბევრად ნაკლები პრობლემაა, ვიდრე სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაც გვაქვს, – პასუხად ამბობს:
პირველ რიგში,, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვწყვეტთ ჩვენ ბედს, მაგრამ, ის რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა იმისთვის, რომ აქ შექმნილიყო ინსტიტუტები, დემოკრატიის მთავარი საფუძველი ჩამოყალიბებულიყო, სასამართლოზე ამდენი ხანი იწვალა და იწვალა, ამდენი თანხებია ჩადებული ჩვენ ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ ის მთავარი რეფორმები, რაც თქვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ყველაფერს ვერ წაიღებს უკან ამ ნათქვამს, მაქსიმუმი იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენ პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული.
მე მგონი, რომ ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, შიდა და გარე იზოლაცია და ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი და ვინც არიან ხომ ვხედავთ? სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში? შანსი იმისა, რომ არ იყოს ქვეყანა სრულ იზოლაციაში არის ის, რომ მოვიდნენ აზრზე. რა ინტერესო უნდა ჰქონდეთ, რომ ეს იყოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ჩააბარებს რუსეთს. მე არ მჯერა ეს იყოს ვინმეს მიზანი. როცა გაქვს შანსი ქვეყანა დაუბრუნო სტაბილურ კურსს და მთლიანად არ დაკარგო ძალაუფლება….არ ესმით იმიტომ რომ დამოკიდებულნი ერთ ადამიანზე. არ მგონია მათივე ამომრჩეველს ყველას უნდოდეს გადაჩეხვა და ჩაბარება რუსეთს. მაგალითად, “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პიროვნულად აქვთ უზარმაზარი შანსი, რომ ამ პორტრეტების [ეროვნული გმირების] რიგში ჩაეწერონ. საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მე მინდა, რომ მივმართო მათ: დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმად, რომ ისტორიაში შეხვიდეთ ამ ქვეყნის მოღალატეები, თუ ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ, როგორც ნამდვილი გმირები. ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი ს დროს და მან დაიმსახურა მთელი ქვეყნის სიყვარული. არ გინდათ, რომ მთელი ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?