“პირადი ბრაზით და ამბიციით ნაკარნახევი არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება” – როგორ აფასებენ ნიკა მელიას ნაბიჯს “ნაციონალურ მოძრაობაში”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ “პირადი ბრაზითა და ამბიციით” მოტივირებულს უწოდებს. ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცესები პარტიის ძლიერ ელექტორატზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის რიგებშიც და რომლის დღის წესრიგშიც ბატონი ნიკა არ განიხილება უკვე თვეებია, თავისივე გადაწყვეტილებით.
ბატონი ნიკას გარემოცვის წევრებიც თვეების მანძილზე უცხადებდნენ ბოიკოტს პარტიულ პროცესს, მიუხედავად სააკაშვილის მოწოდებებისა. მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება იგივე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” კარი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის, ყველას შეუძლია დადგეს პირად ბრაზზე და ამბიციაზე მაღლა. ძლიერდება “ნაციონალური მოძრაობა” და ყველა შემდგომ არჩევნებზე ეს შედეგები არის მკაფიო და შემდგომი არჩევნები იქნება “ნაციონალური მოძრაობისა” და ქართველი ხალხის გამარჯვების არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას ჰყავს ყველაზე ძლიერი ელექტორატი ამ ქვეყანაში. ამ ელექტორატზე არცერთ მსგავს პროცესს გავლენა არ მოუხდენია,”- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებთან ერთად დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია