-ყველას გვაქვს კითხვა, სად წავიდა ხალხი? მესმის ის შოკი, მაგრამ გავიდა 1 თვე და რით ვერ მორჩა ეს შოკი. ამდენს ვუხსნით ხალხს, ეს მოხდა, ეს მოგველის, მაგრამ ხალხი ქუჩაში არ ჩანს. ორი ნაწილია, ვიღაცა ამბობს, რომ ხალხის ბრალია და ეს ხალხი მაინც ვერაფერს იზამს, აი, ოპოზიცია დგას ქუჩაში, მოუწოდებს და არ გამოდიან. ვიღაცა ამბობს, ოპოზიციის ბრალია, ლიდერებად მთლად არ აღიარებენ, კოორდინაცია არ აქვთ ერთმანეთში და მათი ბრალია, რომ მათ დაძახილზე ხალხი არ გამოდის. ორივე მხარესაა პრობლემა..ოპოზიციასთან თქვენ კონსულტაციები გაქვთ, ისინი ამბობენ რომ ამ პროცესის ლიდერი ხართ და მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად არის პრობლემა. ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან გეტყვით, სამოქმედო გეგმა რომ მესმის ხოლმე, სამოქმედო გეგმას რომ გავიგონებ ოპოზიციისგან, “მქრინჯავს,” აი, ვიცი, არ აქვთ ესე იგი არანაირი სამოქმედო გეგმა და იმიტომ ამბობენ. რით ვერ ისწავლეს, რომ ნუ გვეუბნებიან, გააკეთონ, რასაც აკეთებენ. შეკრებენ ხალხს, გვეტყვიან, მორჩა, აქ ვიქნებით, ვერავინ ვერ დაგვშლის, დაშალა ქართულმა ოცნებამ, გამოვიდა უფრო მეტი ხალხი და შემდეგ თვითონ დაშალეს, იმიტომ რომ ფეხბურთში ისეთი ანგარიში არ დაჯდა, რომ გახარებოდათ. რას ჰგავს ეს სიტუაცია? მე, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ოპოზიციით კმაყოფილი არ ვარ.
-არავინაა კმაყოფილი ოპოზიციით, არც მე და არც მოსახლეობა. ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის, ქარტიის ირგვლივ, ვიცოდით სამოქმედო გეგმა, რა კანონები იყო მისაღები, როგორ წავსულიყავით იმ შემდეგ ახალ არჩევნებამდე. რაც გვაქვს, ეს გვაქვს. მე არა ვარ მათი “გამპრავებელი”, მაგრამ ძალიან რთულია, როცა ვთხოვთ ქუჩის პროტესტი მართონ ერთად. ამისთვის არ ემზადებოდნენ. ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია მეტი უნდა იყოს, ეს არის ხალხის მოთხოვნა. მე მჯერა, რომ არჩევნები აუცილებლად იქნება, ერთი უკიდურესი ვარიანტია, ჩაგვაბარონ რუსეთს და მეორეა ახალი არჩევნები, რომელიც არ გულისხმობს რომ” ოცნება უცებ გადავარდება, დაიჭერენ და ა.შ. ახალი არჩევნები ნიშნავს რონ მიიღებენ თავიანთ კუთვნილ რაღაცა… სტაბილურობა გადის ახალ არჩევნებზე.