-რამდენად რეალისტურია ხელახალი არჩევნები? ავტოკრატიული რეჟიმისკენ მივდივართ. პარლამენტის შეკრებამდე მაქსიმალურად უნდათ მშვიდად მივიდნენ. რუსული კანონი არც აამოქმედეს, მაგრამ არც გააუქმებენ, აუცილებლად აამოქმედებენ, ალბათ, ან დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებენ. როგორ უნდა შეცვალოს ხალხმა ავტოკრატული რეჟიმი არჩევმებით? ბევრი ამბობს რომ დემოკრატიული მეთოდებით ქართულ ოცნებას ვერ გავუშვებთ და საჭიროა სრულფასოვანი რევოლუცია, დამხობა ხელისუფლების, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ესეც დამატებით პესიმიზს იწვევს, იმიტომ რომ ხედავს ქართული საზოგადოება რომ არ ვართ ჩვენ იმ ტიპის ხალხი, კომბლებით გამოვიდეთ და დავამხოთ ხელისუფლება. მეორეს მხრივ,, ამ ადამიანებთან რამდენად რეალისტურია ხელახალ არჩევნებზე ლაპარაკი?
-იზოლაცია, გარე და შიდა წნეხი, ეს პროტესტი არ გაჩერდება, მრავალფეროვანია, მოულოდნელი, რომ ვუყურებ სტუდენტებს, მათი ახალი მეთოდები პროტესტის დახვდებათ ყველა ნაბიჯზე. პროტესტი კი არ მთავრდება 25 ნოემბერს… ადამიანებს თუ თავისი თავის იმედი არ ექნებათ, მაშინ არაფერი. საბჭოთა კავშურმა ვერ დაამარცხა ერთადერთი პიროვნებები და ძლიერი პიროვმებები გვჭირდება. ყველაფერი ხდება. ის ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ. ეს არის ჩვენი გზა. ყველაფერი ხდება, ყველაფერი მიდის აქეთკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო გათვალისწინებული. ახლი არჩევნები უთუოდ იქნება. ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის ის, რომ იყოს სტაბილური და გააგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა. იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია. მე როგორც კაკულია გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით.