პრეზიდენტი – პერსონალური სანქციები ბევრად რთულია ევროკავშირისთვის – აშშ ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები აშშ-სა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, რა შეიძლება გაკეთდეს

მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სანქციების ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირზე.
„მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომელზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე.
ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს