“ან ახალი არჩევნები, ან ჩაბარება მოსკოვს” – პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას მხოლოდ ორი გზა აქვს

საქართველოს პრეზიდენტი მთავარ არხთან აცხადებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციას ვერ გაუძლებს, მაშინაც კი, თუ არ დაწესდა სანქციები, იზოლაცია გამოიწვევს ლარის კურსის ვარდნას, ინვესტიციების შეჩერებას.
“ჩვენ ეს ვარიანტი რომ გავუძლოთ იზოლაციას თუნდაც ვიღაცები დახმარებით, არ გამოდის… ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსვლის არის ახალი , რომელიც სტაბილურად გიბრუნებს საშუალებას, რომ შეურიგდე შენ მოსახლეობას, შენს პარტნიორებს და დაუბრუნდე ნორმალურ წყობას. თუ არადა უნდა ჩაბარდე. არამხოლოდ ვიღაცების მეშვეობით მიიღო ინსტრუქციები მოსკოვიდან, არამედ პირდაპირ ჩაბარდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქიდან იქნება რაღაც მადლიერება და ამას შეეგუება საქართველოს მოსახლეობა?! მაშინ როცა ვიღაცა გვპირდებოდა მშვიდობას, პირდაპირ მიგვაქანებს არასტაბილურობაში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება