NATO-ს გენ.მდივანი ფლორიდაში დონალდ ტრამპს ხვდება – მედია

ნიდერლანდური მედიის, De Telegraaf-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე -ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ხვდება.
ონლაინ რადარის მიხედვით, ცნობილია, რომ ნიდერლანდების სახელმწიფო თვითმფრინავი ფლორიდაში დაეშვა. გამომდინარე იქიდან, რომ NATO-ს გენერალურ მდივნისთვის პერსონალური თვითმფრინავი არ არის გამოყოფილი, რუტეს ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით უნდა ესარგებლა.
ნიდერლანდების მთავრობასა და NATO-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”