ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო – სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე – მაშველები უკვე მუშაობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.