რა ეღირება ლარი 26 ნოემბრამდე?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8548 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8862 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0314 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ნოემბერს ამოქმედდება.

ასევე დაგაინტერესებთ