“ეს ამერიკელებმა მოიგონეს” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა:
“არ დაუჯეროთ სხვებს, ამ ქვეყანაში დიქტატურა არ არის და ვერც იქნება. ვერ იქნება, იცით რატომ? იმიტომ, რომ დიქტატორობისთვის საჭიროა, გქონდეს დიქტატორის ბერკეტები. რა ბერკეტები მაქვს მე? ამერიკელებმა მოიგონეს – დიქტატორია, დიქტატორიო. როგორ შეიძლება, ამერიკასთან ერთად დიქტატორი ვიყო. დღეს ბაიდენებსაც და ტრამპებსაც კი არ შეუძლიათ დიქტატორობა, გლობალური მშპ-ს 30%-ს რომ აწარმოებენ და მე როგორღა უნდა ვიყო დიქტატორი. გვაქვს ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა? შემიძლია რუსეთში ან ჩინეთში ჩავიდე და ფეხი დავაბაკუნო და ვუთხრა – ეს გააკეთეთ მეთქი? არა, ეს სისულელეა. სტალინს შეეძლო დიქტატორობა, ან ჰიტლერს – მთელი ევროპა ფეხქვეშ ჰყავდა, მისი ყველას ეშინოდა. და მე რა მაქვს? აქ არ არის დიქტატურა და მე ის არც მჭირდება”.
ლუკაშენკომ 2012 წელს Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ თავს “ევროპის ბოლო დიქტატორი” თავადვე უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს