19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ხოლო სასჯელის სახით 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს.
ბრალდებულების ბოლო პროცესი სექტემბერში იყო, ამ სხდომაზე მათ პროტესტი გამოთქვეს მომდევნო პროცესის ორი თვის შემდეგ, ნოემბერში ჩანიშვნის გამო. დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობდა.
სასამართლო პროცესზე საბა მეფარიშვილის დედა ცუდად გახდა და გონება დაკარგა. საბა მეფარიშვილი ითხოვდა დედასთან რამდენიმე წამით მისვლის უფლება მიეცათ, თუმცა, როგორც პუბლიკას გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მას ამის უფლება არ მისცეს, ხელები გადაუგრიხეს და დარბაზიდან ისე გაიყვანეს.