ირაკლი ფავლენიშვილი – პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ – ხვალ ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის

ხვალ არის 23 ნოემბერი, „ვარდების რევოლუციის“ დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ მთავარ მიზანს არ მიაღწევენ.
„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. 23 ნოემბერი არის „ვარდების რევოლუციის“ დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, რომელსაც ართმევენ და წაართვეს კიდეც ამ ს შედეგად,”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ. პარტიები საზოგადოებას “გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად” აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას