უკრაინის პარლამენტმა სხდომა გააუქმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო

უკრაინის პარლამენტის დეპუტატებს 22 ნოემბერს ურჩიეს, თავი აარიდონ სამთავრობო არეალს, ამასთან, პარლამენტმა გააუქმა დაგეგმილი სხდომა – ამის მიზეზია შესაძლო სარაკეტო დარტყმის შესახებ გაფრთხილება.
დეპუტატმა ტარას ბატენკომ საფრთხის შესახებ 21 ნოემბერს Hovoryt Velykiy Lviv-ის ეთერში ილაპარაკა.
„ჩვენ გვაცნობეს უახლოეს დღეებში ს პარლამენტზე სარაკეტო დარტყმის საფრთხის შესახებ. პუტინმა მნიშვნელოვნად გაზარდა მუქარა. პარლამენტის ხვალინდელი სხდომა გაუქმდა“, – თქვა მან. სხდომაზე, სავარაუდოდ, სამთავრობო შეკითხვების საათი უნდა გამართულიყო.
სხვა კანონმდებლებმა რადიო თავისუფლებას სხდომის გაუქმება დაუდასტურეს, დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ კიTelegram-ზე დაწერა, რომ შემდეგი სხდომა დეკემბრისთვის დაიგეგმა. პარლამენტის ხელმძღვანელობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტის ოფისმა საზოგადოებას აცნობა, რომ 22 ნოემბერს მუშაობას “ჩვეულებრივ” რეჟიმში გააგრძელებს.
სიფრთხილის ზომა მოჰყვა ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას, ში “ორეშნიკის” ტიპის საშუალო მოქმედების ახალი ბალისტიკური რაკეტის „წარმატებული საბრძოლო გამოცდის“ შესახებ.