ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
ე.ი. ძვირფასო მეგობრებო, უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, როგორ მოექცევიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას რეგიონის ქვეყნები, მათ შორის ისინიც, ვისაც” გულმა არ მოუთმინა” და მყის მიულოცა” გამარჯვება ქართულ ოცნებას. წელსაც, ტრადიციულად გიორგობის დღესასწაულზე იგეგმებოდა რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში, დელეგაციაში შედიოდა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ქორ-ეპისკოპოსიც. ასევე ტრადიციულად, საშვები უნდა ჰქონოდათ ქართველ მომლოცველებსაც. მაგრამ ოი, საოცრებავ, აზერბაიჯანულმა მხარემ უარი უთხრა ქორ-ეპისკოპოსსაც და მომლოცველებსაც და დელეგაციის ვიზიტი ჩაიშალა. როგორაო? გარეჯი საქართველოაო ხო? საპატრიარქო, საბა გიგიბერია უნდა ჩაგესვათ დელეგაციაში და ის ” გაუიასნებდა”, რომ პატრიარქის ნაკურთხია ეს არჩევნებიც, მთავრობაც და სამთავრობო დელეგაციაც. ჯერ სად ხართ წილების პროცენტებსაც რომ გადაგიანგარიშებენ ლეგიტიმაციის ხარისხის შესაბამისად, მერე მიხვდებით რა შარში ხართ, ქოცებო. აბა, გელათის დამანგრევლებს, ქურმუხის წმინდა გიორგი ძაან არ გადარდებდეთ, აი, ჯიბას და ფარას რომ შეეხება საქმე ,უცებ ” გაგინათდებათ გონება”.